Select Page

Drifter.ge წარმოგიდგენთ დრიფტის დღეს – Summer Drift Party 2019, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ დრიფტერებს. ღონისძიება გაიმართება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე (ყველასთვის ნაცნობ და მონატრებულ პადოკზე).

ღონისძიების დასაწყისში დაგეგმილია ორგანიზებული ვარჯიშები, სადაც ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაწყვილდეს სასურველ დრიფტერთან და ივარჯიშოს წინასწარ დაგეგმილ ტრასაზე. დღის ბოლოს კი შეჯიბრის ფორმატში გამოვლინდება საუკეთესო დრიფტერები რომლებიც მიიღებენ დაწესებულ პრიზებს. აღნიშნულ შეჯიბრს არ ექნება ოფიციალური ჩათვლა, შესაბამისად ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ კარგად ორგანიზებული და სანახაობრივი ივენთი, სადაც პირველად საქართველოს დრიფტის ისტორიაში ყველა მოყვარულ დრიფტერს შეეძლება გამოცადოს ძალები პროფესიონალ დრიფტერებთან.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა!

 

მონაწილე დრიფტქარები ტექნიკური მოთხოვნები:

  • ვტომობილის სავარძელი და ღვედი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში;
  • მონაწილეს აუცილებელია ქონდეს ჩაფხუტი;
  • აუცილებელია რეგისტრაციაზე თან იქონიოთ მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის საწვავის ავზი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და არ უნდა გასდიოდეს სითხეები;

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაწილეებისთვის:

  • პირველ ბრიფინგზე (16:15 საათი) დაგვიანება გამოიწვევს მონაწილის პირველი ვარჯიშის გამოტოვებას;
  • მეორე ბრიფინგზე (20:00 საათი) დაგვიანება გამოიწვევს მონაწილის შეჯიბრიდან გამოთიშვას;
  • გთხოვთ მკაცრად დაიცვათ მოცემული განრიგი, რათა ხელი შეგვიწყოთ ღონისძიების დროულად და ორგანიზებით ჩატარებაში.
  • რეგისტრაცია, ბრიფინგი გაიმართება გალფის ტენტებში.
  • მონაწილის შეჯიბრისთვის მზადყოფნას აფასებს ჟიური. თუ მრბოლელი მოცემულ ტრაექტორიას ვერ გადის დრიფტით და ჟიური ჩათვლის რომ იგი საფრთხეს უქმნის სხვა მონაწილეებს, ჟიურის იტოვებს უფლებას რომ აღნიშნული მონაწილე არ დაუშვას შეჯიბრზე;
  • Summer Drift Party-ზე მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 100 ლარს;

 

საპრიზო ფონდი:

1 ადგილი
– 200 ლიტრი საწვავი გალფისგან [G-Force Super];
– 8 ლიტრი გალფის ძრავის ზეთი 10W60;
– ომოლოგირებული OMP კოვში “Top Speed” – ისგან;
– ორი ცალი 595SS 245/40 R17 საბურავი Federal-ისგან;

2 ადგილი
– 100 ლიტრი საწვავი გალფისგან [G-Force Super];

3 ადგილი
– 100 ლიტრი საწვავი გალფისგან [G-Force Super];

საუკეთესო „ზაეზდი“ (პრიზები ნაწილდება ორივე დრიფტერზე)
– 600 ლიტრი საწვავი (კაცზე 300 ლიტრი);
– 10 ლიტრი ლიქვიმოლის ძრავის ზეთი 10W40;
– 2 ცალი CERATEC-ის დანამატი;