სსსფ-ს სტატუსური რბოლების ჩატარების წესები დრიფტში

სსსფ-ს სტატუსური რბოლები დრიფტში (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, ფედერაციის თასი) ტარდება მხოლოდ PRO კლასის მრბოლელებს შორის. აღნიშნული დოკუმენტი აგრეთვე არეგულირებს სამოყვარულო კლასის მრბოლელებს შორის გამართული შეჯიბრების ძირითად წესებს და უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა აღნიშნული კლასის რბოლები არ ატარებს საქართველოს ჩემპიონატის, საქართველოს თასის, ან ფედერაციის თასის სტატუსს.

მრბოლელის / მონაწილის უფლებები და ვალდებულებები

  • მრბოლელს უფლება აქვს რბოლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეცვალოს ავტომობილი წინასწარ განცხადებული ავტომობილით.
  • ავტომობილის შეცვლა შესაძლებელია შეჯიბრზე მხოლოდ 8 ან ნაკლები ავტომობილის დარჩენისას – მხოლოდ ჟიურის და ტექ. კომისრის ნებართვით.
  • შეცვლის შემთხვევაში მრბოლელს არ ეძლევა ავტომობილის გატესტვის საშუალება.
  • ყველა მონაწილეს თუ მრბოლელს ავტომობილის დაზიანების შემთვევაში უფლება აქვს აიღოს ერთჯერადი 5 წუთიანი სერვისის დრო.
  • ყველა მრბოლელს ½ ფინალამდე უფლება აქვს სარბოლო სეზონზე მხოლოდ 1–ხელ გამოიყენოს OMT. არსებული გარბენი ითვლება თანაბარად და ინიშნება ხელახალი გარბენი (OMT).
  • მრბოლელს უფლება აქვს ნებისმიერი რბოლის დროს ჰქონდეს რადიო კავშირი საკუთარ მწვრთნელთან თუ გუნდის სხვა წევრთან.
  • შეჯიბრში მონაწილეობის მიმღები ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია იცოდეს მოცემული შეჯიბრის რეგლამენტი, წესები და სპორტული კოდექსი.
  • მრბოლელს და მონაწილეს ეკისრება ვალდებულება უპირობოთ დაემორჩილოს მიმდინარე დებულებას და კონკრეტული შეჯიბრის რეგლამენტს, ასევე სსსფ-ს გადაწყვეტილებებს და შედეგებს.
  • ყველა მონაწილეს აქვს უფლება გააპროტესტოს მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე. ვიდეო მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი ავტომობილის გარედან (დამაგრებული ვიდეოგადამღების საშუალებით).

 

მოყვარულთა კლასი

  • მრბოლელი ვალდებულია ქონდეს ნებისმიერი მაღალი სტანდარტის საავტომობილო ან მოტო ჩაფხუტი.
  • გამართულად უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი.
  • სასურველია ეყენოს ნებისმიერი სახის მგზავრის სავარძელი (გათამაშებისთვის და მედიისთვის)
  • აკუმულატორი უნდა იყოს იზოლირებული და დამაგრებული ისეთი წესით, რომ მისი დაზიანებისას სითხემ ვერ შესძლოს მრბოლელამდე მიღწევა.
  • სალონში არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ნივთები.
  • მრბოლელს დამატებითი გადასახადის გარეშე უფლება აქვს იყოლიოს მონაწილე და 1 მექანიკოსი.
  • ფულადი თუ სხვა საჯარიმო სანქციების ასაცილებლად ყველა მრბოლელი ვალდებულია – დროზე მოახდინოს რეაგირება მსაჯების თუ სხვა ოფიციალური პირების მითითებაზე და არ დაარღვიოს რეგლამენტით გაწერილი გრაფიკი.
  • მრბოლელი ვალდებულია ეცვას სპორტული ფეხსაცმელი და არ ეკეთოს ხელის შემშლელი აქსესუარები, როგორიცაა საათი, მეტალის სამაჯურები და სხვა.
  • ავტომობილს აუცილებელია ეყენოს ქარხნული განათების სისტემა;
  • ავტომობილზე უნდა ეყენოს ექსტერიერის ყველა დეტალი, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია კუსტარულად დამზადებული თუ სპორტული დეტალებით. მხოლოდ რბოლის დროს მიღებული დაზიანებისას – შესაძლებელია ექსტერიერის დეტალების მოხსნა;
  • ყველა მრბოლელი და მონაწილე ვალდებულია დაესწროს წინა სასტარტო ბრიფინგს. ბრიფინგზე არ გამოცხადება გამოიწვევს მრბოლელის დიკვალიფიკაციას მოცემულ ეტაპზე;
  • სამოყვარულო კლასის ავტომობილზე არ დაიშვება უსაფრთხოების ქარხნული სისტემების შეცვლა (საწვავის ავზი, შუშები აკუმულატორი და სხვა);
  • რბოლისას დაიშვება ნებისმიერი სახის საბურავი.

 

PRO კლასი

  • PRO კლასში მონაწილეობისათვის მრბოლელს უნდა ჰქონდეს სათანადო ლიცენზია.
  • მრბოლელს დამატებითი გადასახადის გარეშე უფლება აქვს იყოლიოს მონაწილე და 1 მექანიკოსი.
  • ფულადი თუ სხვა საჯარიმო სანქციების ასაცილებლად ყველა მრბოლელი ვალდებულია – დროზე მოახდინოს რეაგირება მსაჯების თუ სხვა ოფიციალური პირების მითითებაზე და არ დაარღვიოს რეგლამენტით გაწერილი გრაფიკი.
  • ყველა მრბოლელი ვალდებულია ქონდეს:
    • ნებისმიერი მაღალი სტანდარტის საავტომობილო ან მოტო ჩაფხუტი.
    • მრბოლელის კომბინიზონი.
    • სპორტული ფეხსაცმელი.
  • ავტომობილი არჭურვილი უნდა იყოს:
    • უსაფრთხოების კარკასით, რომელიც აკმაყოფილებს FIA–ს, GASF–ის ან GDDF-ის სტანდარტებს.
    • მინიმუმ 1 კგ ცეცხლმაქრი, რომლის გამოყენებასაც მრბოლელის შეძლებს 3–5 წამში).
    • სპეციალური ერთიანი კორპუსის მქონე სარბოლო სავარძლით და სარბოლო ღვედებით.
    • უსაფრთხოდ დამაგრებული აკუმულატორი.
    • სასურველია ეყენოს ნებისმიერი სახის მგზავრის სავარძელი
    • სალონში არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ნივთები.
  • გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა და გაბარიტული შუქფარები;
  • პარალელურად მუხრუჭის მაშუქები დამონტაჟებული უნდა იყოს წინა და უკანა საქარე მინის მიმდებარედ ისე, რომ ჟიურის წევრებს შეეძლოთ დამუხრუჭების დაფიქსირება მინიმუმ 100 მეტრის მანძილიდან და 45 გრადუსიანი კუთხით.
  • ავტომობილს წინიდან აუცილებელია ეყენოს ნებისმიერი სახის ფარები. • ავტომობილზე უნდა ეყენოს ექსტერიერის ყველა დეტალი, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია კუსტარულად დამზადებული თუ სპორტული დეტალებით.
  • ექსტერიერის დეტალების მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ რბოლის დროს მიღებული დაზიანებისას.
  • ძრავის და საბარგულის ხუფები უნდა იკეტებოდეს მხოლოდ სპეციალური სპორტული ჩამკეტებით.
  • ავტომობილს აუცილებელად უნდა გააჩნდეს ადვილად მისადგომი საბუქსირე, წერტილის მიმათითებელი ადვილად ხილვადი ნიშანი.
  • ავტომობილს უნდა ჰქონდეს მთავარი მასის გამთიშველი სალონში, ან გარედან, შესაბამისი მიმათითებელი ნიშნით.
  • სპორტული საწვავის ავზი (თუ კი სტანდარტული შეიცვლება ამ ავზით) უნდა იყოს მოთავსებული – სალონიდან ჰერმეტულად იზოლირებულ საბარგულში.
  • ყველა მრბოლელი და მონაწილე ვალდებულია დაესწროს წინა სასტარტო ბრიფინგს. ბრიფინგზე არ გამოცხადება გამოიწვევს მრბოლელის დიკვალიფიკაციას მოცემულ ეტაპზე.
  • რბოლისას დაიშვება ნებისმიერი სახის საბურავი.

 

სატურნირო ქულების მინიჭება

რბოლა
პოზიცია ქულა
1 100
2 80
3 64
4 54
ტოპ 8 48
ტოპ 16 32

 

კვალიფიკაცია
პოზიცია ქულა
1 10
2 7
3 6
4 54
ტოპ 8 4.5
ტოპ 16 3

 

კვალიფიკაცია:

  • ქულების მინიჭება ხდება მხოლოდ ფინიშის გადაკვეთისას.
  • გარბენს აფასებს 3 ჟიურის წევრი 100 ქულიანი სისტემით სადაც ქულები იწერება შემდეგი კრიტერიუმებით:
    • სიჩქარის სიდიდე – 30 ქულა
    • იდეალური ტრაექტორია – 30 ქულა
    • კუთხის სიდიდე – 30 ქულა
    • სანახაობა / სტილი (აგრესიულობა, კვამლი და სხვა) – 10 ქულა
  • კვალიფიკაცია შედგება 2 გარბენისგან საიდანაც საკვალიფიკაციო შედეგად ჩაითვლება მხოლოდ ერთი საუკეთესო.
  • მოცემულ სიჩქარეზე მოცურებაში შესვლის და გამოსვლის, ასევე გადაწყობის დროს შენარჩუნებული სიჩქარე ფასდება შესაძლო 30 ქულით.
  • მონაწილე ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტად და შეუფერხებლად იმეორებს მოცემულ ტრაექტორიას, ასევე რამდენად ახლოს გაივლის კლიპინგის წერტილებს. ფასდება შესაძლო 30 ქულით.
  • კუთხის მაქსიმალური სიდიდე ტრაექტორიასთან მიმართებაში. კუთხის მრავალჯერადი კორექტირება იწვევს ქულების კლებას. ფასდება შესაძლო 30 ქულით.
  • კვალიფიკაციის დროს ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მეორე გარბენის მიხედვით. თუ ეს ქულებიც თანაბარია – ფასდება წინა ეტაპის პოზიციის მიხედვით.
  • პირველი ეტაპის შემთხვევაში – ხდება OMT მხოლოდ ერთნაირი ქულების მქონე მრბოლელებში. OMT-ს დროს ფიქსირდება სატურნირო ცხრილის პოზიცია და შეუძლებელია კვალიფიკაციის ახალი შეფასების მიღება.
  • ყველა სარბოლო ტრასას აქვს დრიფტში ყოფნის სავალდებულო წერტილი „Clipping Box“ კლიპინგ ბოქსი. სავალდებულო წერტილის შემდეგ დრიფტის დაწყება – ავტომატურად 0 ქულა.
  • ყოველ ეტაპზე ჟიურის მიერ მრბოლელებისთვის შეთავაზებული იქნება დრიფტის მინიმალური სიჩქარე. სიჩქარის ათვლა ხდება Clipping Box–ებთან.
  • შენელება – არაადეკვატურად შენელება, ანუ დაახლოებით 30-40კმ/სთ და მეტი. აგრეთვე ერთი კუთხიდან მეორე კუთხეზე გადასვლის მომენტში შენელება ანუ გადასვლის მომენტის მოსამზადებლად შენელება დაახლოებით 30-40კმ/სთ. – სიჩქარეში 0 ქულა.
  • გასწორებისას თითოეული წამი არის მინუს ქულა, ხოლო ოთხ წამზე მეტი გასწორებული თვლებით გავლა ავტომატურად 0 ქულა).
  • სტილი – საბურავებიდან გაშვებული კვამლი, აგრესიული გადასვლა, Full Throttle, ასევე წესებში დასაშვები ნებისმიერი ეფექტური ქმედებები.

 

წყვილები (PRO კლასი):

  • ყველა სარბოლო მონაკვეთს აქვს „Respect Zone“ რესპექტ ზონა სადაც აუცილებელია ავტომობილების ერთდროული სვლა რის შემდეგაც ხდება ბოლომდე აქსელერაცია.
  • ყოველი ეტაპისთვის რესპექტ ზონის მაქსიმალურ სიჩქარეს ადგენს ჟიური და განსაზღვრულია წინა ავტომობილისთვის, ხოლო მდევარ ავტომობილს ეკრძალება ამ ზონაში გასწრება.
  • OMT (განმეორებით გარბენი) ინიშნება 2 რბოლის ჯამში თანაბარი ქულების შემთხვევაში. ჩემპიონატზე შესაძლებელია 1 OMT-ს დანიშვნა, გარდა ½ ფინალისა და ფინალებისა, სადაც შეიძლება 2 OMT–ს დანიშვნა, რის შემდეგაც არის 2 წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც ჟიური განიხილავს OMT-ს ვიდეოებს და ვალდებულია გამოავლინოს გამარჯვებული ან ისევ თანაბარი ქულების შემთხვევაში – შემდეგ ეტაპზე გადადის კვალიფიკაციით მაღალი ქულების მქონე მრბოლელი.
  • გასწრება – დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ავტომობილი აშკარად გადასულია ტრაექტორიიდან და მდევარი სუფთად (კონტაქტის, დაჯახების, გზიდან გადასვლის, გასწორების და სხვა წესების დარღვევის გარეშე) მოახერხებს გასწრებას. სხვა ყველა შემთხვევაში გასწრება არის აკრძალული და მრბოლელი ავტომატურად გარბენში წაგებულად.
  • მდევარი მანქანის დატრიალების, ან სხვა შეჩერების მიზეზის მიუხედავად, წინა ავტომობილი ვალდებულია დაამთავროს გარბენი. წინა ავტომობილის დატრიალების, გასწორების, გზიდან გადასვლის შემთხვევაში მდევარი ავტომატურად გარბენის გამარჯვებულად, მაგრამ მისი გარბენი ფასდება შეფერხების მომენტამდე.
  • წინა ავტომობილი (წინ დგება კვალიფიკაციით მაღალი ქულეიბის მქონე) ასრულებს კვალიფიკაციის დავალებას.
  • მდევარი ავტომობილი ასრულებს კვალიფიკაციის დავალებას და ცდილობს მიყვეს წინა ავტომობილს (და არა გაასწროს) რაც შეიძლება ახლოს და ეფექტურად.

 

არ ჩათვლა:

  • დატრიალება.
  • გზიდან 2-ზე მეტი საბურავით გადასვლა. (2 საბურავით გადასვლა ქულების მინუს 50%)
  • გაჩერება
  • ოთხ წამზე მეტი დროით გასწორებული თვლებით გავლა.
  • დაწყების სავალდებულო წერტილის გაცდენის შემდეგ დრიფტის დაწყება.
  • მრბოლელი, რომელიც შეგნებულად ან ავტომობილის ცუდი მართვით, ბლოკავს ან/და აგდებს სიჩქარეს, ოპონენტის ხელშეშლის მიზნით – ჩაითვლება წაგებულად.
  • უმნიშვნელო კონტაქტი დასაშვებია, მაგრამ თუ კონტაქტის შედეგად, მოხდა ავტომობილის დატრიალება ან ტრაექტორიის დაკარგვა და სარბოლო მონაკვეთიდან გადასვლა, ამასთან ერთად მოხდა ავტომობილის მნიშვნელოვანი დაზიანება, დამნაშავე მრბოლელი დაჯარიმდება ქულების განოლებით კონკრეტულ გარბენში, ხოლო ზემოთაღნიშნულის შეგნებული ქმედება გამოიწვევს მრბოლელის დისკვალიფიკაციას კონკრეტულ თუ შემდეგ ეტაპებზე.

 

შეფასება:

  • მეტი კუთხის სიდიდეს ენიჭება პრივილეგია.
  • უკანა ავტომობილს ახლოს გაყოლისას ენიჭება პრივილეგია.
  • თუ კი წინა ავტომობილი ვერ ასრულებს საკვალიფიკაციო დავალებას, ხოლო მდევარი ავტომობილი დადის საკვალიფიკაციო დავალების შესაბამისად, მას ენიჭება პრივილეგია.
  • წინა ავტომობილის არასწორი ტრაექტორიით სიარულისას უკანა ავტომობილი იღებს პრივილეგიას შემდეგ შემთხვევებში:
    • თუ დადის ტრაექტორიით (მიუხედავად წინა ავტომობილის მიერ სიჩქარის დაბლოკვისა, რაც გამოწვეულია არასწორი ტრაექტორიით).
    • თუ წინა ავტომობილის შეცდომების მიუხედავად მიყვება ახლოს.
    • უკანა ავტომობილი თუ ჩამორჩა 30 მეტრით (გზის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს აღნიშნული დისტანცია) ავტომატურად ჩაეთვლება წაგება. (იმ პირობის გათვალისწინებით რომ წინა ავტომობილი იდეალურად ასრულებს საკვალიფიკაციო დავალებას).
    • წინა ავტომობილის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეზე გადასვლის მომენტში შენელება, ანუ გადასვლის მომენტის მოსამზადებლად შენელება დაახლოებით 30-40 კმ/სთ – პრივილეგია ენიჭება უკანა ავტომობილს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მდევარი ავტომობილის შეფერხება (დატრიალება, გასწორება ა.შ.) კონკრეტულ გარბენში გამარჯვება ენიჭება მდევარ ავტომობილს.

 

სანახაობა:

  • ავტომობილი რომელიც (საბურავებიდან) უშვებს მეტ კვამლს – ენიჭება პრივილეგია.
  • პრივილეგია ენიჭება მდევარს უმნიშვნელო კონტაქტისთვის, რომელიც არ გამოიწვევს წინა ავტომობილის კონტროლის დაკარგვას. იმ შემთხვევაში თუ მდევარის გამო წინა მრბოლელი დაკარგავს მართვას, მდევარი ავტომატურად აგებს იმ კონკრეტულ გარბენს (დაზიანების შემთხვევაში წინა ავტომობილს ეძლევა 20 წუთამდე დრო გაუმართაობის აღმოსაფხვრელად. თუ გაუმართაობა ვერ აღმოიფხვრა მდევარი მრბოლელი ითვლება დამარცხებულად, ხოლო გამარჯვებული მრბოლელი გადადის შემდეგ ტურში, მაგრამ აღარ აგრძელებს რბოლას (მიენიჭება იმ ტურის შესაბამისი ქულები, რომელშიც მოახერხა გადასვლა).

 

პროტესტი / აპელაცია

  • კატეგორიულად აკრძალულია მრბოლელის ურთიერთობა ჟიურისთან, გარდა შემთხვევისა, როდესაც ჟიური თავად იძახებს რაციით მთავარი მსაჯის თუ მონაწილეებთან ურთიერთობის ოფიცრის მეშვეობით. ნებისმიერი (ზრდილობიანი) მითითებისთვის თუ შენიშვნისთვის მრბოლელს ან მონაწილეს შეუძლია ინფორმაციის მიწოდება მთავარი მსაჯის ან მრბოლელებთან ურთიერთობის ოფიცრის მეშვეობით.
  • პროტესტის უფლება ეკუთვნის მხოლოდ მონაწილეს, თუ მონაწილე არ ეთანხმება ერთდროულად რამოდენიმე მონაწილის მოქმედებას, შეჯიბრის კომისრების მოქმედებას და ა.შ. მაშინ ინცინდენტის ან სიტუაციის განსახილველად მას შეაქვს წერილობითი სახის პროტესტი ფედერაციის სამდივნოში.
  • ყოველი პროტესტი უნდა შეტანილ იქნას წერილობითი ფორმით, თანდართული ყველა, ვიდეო აუდიო თუ მის ხელთ არსებული არგუმენტებით, (თუ კი ასეთი არსებობს) რომელსაც უშვებს ეს რეგლამენტი (დებულება) და თანხლებულ იქნას ფულადი შენატანით ორგანიზატორის სახელზე, რომლის სიდიდე განისაზღვრება ყოველწლიურად, შეჯიბრის სახეობის მიხედვით. ეს ფულადი შენატანი უბრუნდება პროტესტის განმცხადებელს მხოლოდ მისი პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  • თუ შეჯიბრის ხელმძღვანელის და სპორტული კომისრების, შემდგომ კი ორგანიზატორის მხრიდან ვერ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მაშინ პროტესტს განიხილავს სსსფ-ს მსაჯთა კოლეგია და გადაწყვეტილებას ამცნობს დაინტერესებულ მხარეებს. დასაშვებია პროტესტის დახურული განხილვაც.
  • დაუშვებელია პროტესტები სტარტ-ფინიშის და ფაქტის მსაჯების მიმართ, მათი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გამოტანილი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.
  • თუ მონაწილე არ ეთანხმება პროტესტის შედეგებს, უფლება აქვს პროტესტის შედეგები გაასაჩივროს „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსი“-ს XIII თავის მიხედვით.
  • ყოველივე ზემო თქმულისგან გამომდინარე, პროტესტის ასევე აპელაციის შემთხვევები, რასაც ვერ მოიცავს აღნიშნული დებულება, რეგულირდება „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსი“-ს XII და XIII თავების მიხედვით.

ორგანიზებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის თანახმად.

უსაფრთხოების სხვა ზომები

  • ორგანიზატორები ვალდებულია უზრუნველყოს სარბოლო ტრასაზე სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურების დასწრება;
  • ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს შეჯიბრის მსაჯები სათანადო უნიფორმებით;
  • ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს ცეცხლმაქრები სასტარტო ზოლზე, დახურულ პარკში და სარბოლო დისტანციაზე, უსაფრთხოებისათვის აუცილებელი რაოდენობით;
  • პილოტებს კატეგორიულად ეკრძალებათ იმოძრაონ საკუთარი ავტომანქანით რბოლების მოძრაობის საწინააღმდეგოდ, იმ კონკრეტული შემთხვევის გარდა, როდესაც საჭიროა ავტომანქანის სახიფათო ზონიდან გამოყვანა.
  • ვარჯიშებისა და რბოლების დროს, პილოტებს შეუძლიათ გამოიყენონ, მხოლოდ სარბოლო ტრასა ისინი ვალდებულნი არიან იხელმძვანელონ „მძღოლების ტრასაზე  მოქცევის წესებით“ ( თავი  4  პილოტების მოქცევის წესები).
  • თუ შეჯიბრებების დროს ავტომობილი გაჩერდა და პილოტს არ შეუძლია მანქანის უსაფრთხო ზონაში გაყვანა, მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს ავტომანქანა და გადავიდეს უახლოეს უსაფრთხო ზონაში, პილოტი რომელიც ტოვებს ავტომანქანას ვალდებულია მანქანაში დატოვოს საჭე.
  • ავტომობილისათვის საჭირო სამუშაოების ჩატერება შესაძლებელია მხოლოდ  დახურულ პარკში, ბოქსებში ან სხვა სამუშაო ზონაში.
  • არავის არ აქვს უფლება მიეკაროს გაჩერებულ ავტომანქანას, თუ ის არ დგას სასტარტო ზოლზე გარდა  პილოტისა, ოფიციალური პირებისა და ავარიული სამაშველო პერსონალისა იმ შემთხვევების გარდა როდესაც ეს სპეციალურად დაშვებულია სსსა–ს სამსაჯო კოლეგიის მიერ.
  • იმ დროს როდესაც შეჯიბრის ხელმძღვანელის მიერ ტრასა ითვლება დახურულ მდგომარეობაში, არავის აქვს უფლება იმყოფებოდეს მასზე გარდა დისტანციების მსაჯებისა რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, მძღოლებისა რომლებიც გამოდიან შესაბამის რბოლაში და მათი მექანიკოსებისა რომლებიც ასრულებენ ავტომანქანების განლაგების პროცესს სასტარტო ზონაში და მოქმედებენ დისტანციების მსაჯების კონტროლის ქვეშ.
  • რბოლების დროს ძრავის გაშვება დასაშვებია მხოლოდ მანქანაში არსებული გამშვები საშუალებებით, გარდა სამუშაო ზონებისა  და სასტარტო ზონისა სადაც ძრავის გაშვება დაშვებულია გარეშე მოწყობილობების გამოყენებით.
  • პილოტები რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ რბოლებში უნდა იყვნენ ეკიპირებული სპეციალური ტანსაცმელითა და ჩაფხუტებით.